ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი პროკურატურისგან ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ითხოვს

ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე მთავარი პროკურატურისგან შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით დამატებით განცხადების გაკეთებას ითხოვს.

შესაბამისი კომენტარი მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთაა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გუშინ მან ტელეეთერით მოისმინა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის ინტერვიუ, სადაც ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვან ფაქტზეა საუბარი.

”ნათია სუხიაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის ინიციატივით, მთავარ პროკურატურაში მოხდა შეხვედრა. კერძოდ, ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდა, მისი ახლობლის, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე თხოვნით და საქმე გარკვეული თანხის უკან დაბრუნების ფაქტს ეხებოდა. მთავარმა პროკურატურამ უნდა გააკეთოს განცხადება, რა თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ დროს ელისაშვილი, რა სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა მთავარი პროკურორის მოადგილესთან ეს შეხვედრა და რა თანხების დაბრუნებას ითხოვდა ელისაშვილი. ნათია სუხიაშვილის ინტერვიუ არის ინტერვიუ. ამას ჩვენ ვერ ჩავთვლით ოფიციალურ განცხადებად. ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა მთავარი პროკურატურის მიმართ, რომ პირველ რიგში პროკურატურამ გააკეთოს განცხადება და ამცნოს საზოგადოებას, რა თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ დროს ალეკო ელისაშვილი, როდესაც მან პირადი ძალისხმევით შეძლო შეხვედრა მთავარი პროკურორის მოადგილესთან, მეორე – რა სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა მათი შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა ელისაშვილის ვიზიტი მთავარ პროკურატურაში, მესამე – მთავარმა პროკურატურამ განუმარტოს საზოგადოებას, რა სახის თანხების დაბრუნებასთან თუ ამოღებასთან დაკავშირებით იყო ელისაშვილი მისული მთავარ პროკურატურაში", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მას შემდგომ, რაც პროკურატურა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, შესაბამისად, ადვოკატი ამცნობს საზოგადოებას ფაქტის მიმართ დამოკიდებულებას. კერძოდ, მირიან ნიკოლაძის თქმით, შესაძლოა, ელისაშვილის ქმედება შეფასებული იყოს მათი მხრიდან, როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით ან სხვა სახით.

ადვოკატი ალეკო ელისაშვილისაგან ითხოვს, საზოგადოებას მიაწოდოს ანალოგიური სახის ინფორმაცია, რატომ იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში, რა საქმეზე იყო და რა თანხების უკან დაბრუნებას ითხოვდა. ამასთან, რა თანამდებობაზე იმყოფებოდა ელისაშვილი, როდესაც პროკურორის მოადგილეს შეხვდა.

პრესკონფერენციაზე ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, ასევე ისაუბრა მსჯავრდებული ზაუტაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ანასტასია ზაუტაშვილზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება.

ადვოკატი ითხოვს, პროკურატურამ პირველ იანვრამდე გამოიძიოს ფაქტი, რომელზეც ბოლო დღეებში არის საუბარი, "ან უნდა მოხდეს კორუფციაში ბრალდებული პირების, ან ელისაშვილისა და ქორიძის დაკავება, როგორც გამოძიებისათვის მიცემული ცრუ ჩვენებისათვის".

"ზაუტაშვილის პოზიცია არის მარტივი. ის იმდენად დაზარალდა ამ უზნეობით, რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ყველაზე მეტად ვინც დააზარალეს შეწყალების მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა, ეს არის პატიმრები. მეტი ამ საქმეში არავინ დაზარალებულა. მათ სამუდამოდ მოესპოთ ყოველგვარი პერსპექტივა ამ სისხლის სამართლის საქმეზე როგორც შეწყალების, ასევე 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პროკურატურაში და დღემდე შედეგი არ არის დამდგარი. თუ მათ რაიმე კეთილგონიერი მიზნები ჰქონდათ და ეს მიზნები ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებას, ამაზე მაინც ეფიქრათ, რომ დაზარალდებოდნენ ბრალდებულები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მათ არ აინტერესებდათ", - დასძინა ადვოკატმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო