მანანა კობახიძე - თუ ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, რეაგირება მოეხდინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განმარტებით, თუკი ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები კორუფციულ საქმიანობას ჩადიან და ეს პრეზიდენტმა იცის, მან ამაზე მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს.

როგორც კობახიძემ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

"პრეზიდენტმა ჩვენება უნდა მისცეს, რადგან როგორც ელისაშვილი აცხადებს, მას ჰქონდა ინფორმაცია ჩანაწერების შესახებ, რომელიც ელისაშვილთან იგზავნებოდა. თუ ეს ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, რეაგირება მოეხდინა მასზე და თუ ეს რეაგირება ვერ განახორციელა ან არ განახორციელა, ესეც გასარკვევია. ამ ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის გარანტი არის პრეზიდენტი და თუ პრეზიდენტს აქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიან, ამაზე რეაგირება მყისიერად უნდა მოხდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტს აქვს რაღაც სათქმელი გამოძიებისთვის.

ყურში ჩურჩულით და ზეპირად ინფორმაციის მიწოდებით არავინ უნდა კმაყოფილდებოდეს. თუ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები კორუფციულ, ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიოდნენ და მათ შორის ადამიანი, რომელიც არაერთგზის ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პრეზიდენტს ამაზე უნდა მოეხდინა რეაგირება. თუკი ეს ადამიანი კორუფციულ საქმიანობას ისევ აგრძელებს და პრეზიდენტი ვერ რეაგირებს, ეს ძალიან დიდი სირცხვილია ქვეყნის და ამ ინსტიტუტის. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა ბრძანოს, რა ინფორმაცია ჰქონდა", -განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. მოგვიანებით ელისაშვილის თხოვნას ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უპასუხა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მას მესიჯები წააკითხა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო