ცოტნე ბაკურია - ბესელიამ მკითხა, ხომ არ მსურდა პოლიტდევნილის სტატუსის მიღება და ფინანსური დახმარების ფონდში მონაწილეობა

აშშ-ში მცხოვრები "აღორძინების" წარმომადგენელი, ცოტნე ბაკურია აცხადებს, რომ 2012 წელს მას დეპუტატი ეკა ბესელია დაუკავშირდა, ჰკითხა სურდა თუ არა პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება და ფინანსური დახმარების ფონდში მონაწილეობა შესთავაზა. ამ თემაზე ცოტნე ბაკურიამ "რუსთავი2"-თან ისაუბრა.

"მკითხა, ვთვლი თუ არა თავს პოლიტიკურ დევნილად. ვუთხარი, რომ პოლიტიკური დევნილი არა ვარ და არასდროს პრობლემა არ მქონია. მან თქვა, რომ ეს არის კეთილშობილიური საქმე, რასაც აკეთებს, ასევე იქმნება რაღაც ფინანსური ფონდი, რომელიც თურმე პოლიტიკური დევნილების ოჯახებს უნდა დაეხმაროს და ხომ არ მივიღებდი ამაში ფინანსურად მონაწილეობას. ეს მე არ მომეწონა, როცა უკვე ფულმა გაიჟღერა. საუბრისათვის დიდი მადლობა გადავუხადე და ტელეფონი დავკიდე", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ბაკურიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს