ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი 15:00 საათზე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა თავად აცნობა.

მისი თქმით, ამჯერად საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება უკავშირდება კომპანია "მაგთიდან" ამოღებულ ამონაწერებს, სადაც ელისაშვილის თქმით, ფიქსირდება, რომ მის ტელეფონზე გაგზავნილია იმ პოლიტიკოსების მესიჯები, რომლის შესახებაც გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

კომპანია "მაგთიდან" ამონაწერი ალეკო ელისაშვილმა პროკურატურის განცხადების შემდეგ ამოიღო. პროკურატურის განცხადებით, ზედაპირული დათვალიერებით, ელისაშვილის მიერ, საგამოძიებო უწყებაში მიტანილ ტელეფონში არ ფიქსირდება მის მიერ დასახელებული პოლიტიკოსების ზეწოლის შემცველი სმს-ები. ამის საპასუხოდ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ სმს-ები "ინბოქსში" არ არის, თუმცა ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს, რასაც მიმდინარე ექსპერტიზა გაარკვევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს