რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებენ

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დღეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაჯილდოვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გაიცემა სამი ფულადი პრემია: პირველი პრემია 500 ლარის, მეორე პრემია 300 ლარის და მესამე პრემია 200 ლარის ოდენობით. გარდა სამი პრემიისა, ასევე, ოთხი მონაწილე დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და დიპლომით.

ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულთან" არსებული "ერთი მოთხრობის კონკურსი" ემსახურება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენას, ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენას და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციას.

კონკურსის ამოცანაა, ქართული ლიტერატურით მკითხველთა ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის დაინტერესება; რევაზ ინანიშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია. წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 120 ნაწარმოები იქნა წარდგენილი.

კონკურსის ჟიურის ხუთი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდნენ ცნობილი მწერლები: დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია, მანანა ჩიტიშვილი, ბელა შალვაშვილი, თამაზ ხმალაძე (ორჯერ), თემურ ჩალაბაშვილი. კონკურსის დამფუძნებელია ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულის" მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი.

ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულთან" არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრებთან ერთად, დაჯილდოებას დაესწრებიან: მწერლები, მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე - რევაზ ინანიშვილის მეუღლე, ქალბატონი როზა ინანიშვილი.

დაჯილდოების გარდა, 19 დეკემბერს ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულის" ახალი - მეოთხე ნომრის წარდგინება გაიმართება, სადაც გამოქვეყნებულია გამარჯვებული მოთხრობები.

კონკურსში, რომელიც ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულთან" არსებობს, წინა წლებში ლაურეატები გახდნენ: თემურ აბულაშვილი, ირაკლი ლომოური, ვანო ჩხიკვაძე, ლაშა გვასალია, გულო კობიაშვილი, ზურაბ გურჩიანი, ნოდარ მამაცაშვილი, ირმა გოდერძიშვილი, ნინო ბაქანიძე, ციალა არდაშელია, ციცინო გრატიაშვილი, ნათია როსტიაშვილი, გიორგი ცოცანიძე...

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ