ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებულები

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შეწყალების საქმის გარკვეულ დეტალებს ამხელს. ელისაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ადასტურებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით პარლამენტის დეპუტატები, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებულები.

"ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო რამდენიმე დეტალს ვიტყვი. 2013 წლის 26 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ დავინიშნე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. დანიშვნის დღიდან, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ინტერესდებოდნენ მხოლოდ ერთი საქმით, ეს იყო ე.წ. კოკაინის საქმე და ამ საქმის ფიგურანტებით. მათ არც ერთი სხვა საქმე არ აინტერესებდათ. ათასობით მსჯავრდებულია ციხეში, თუმცა მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას არც ერთის ბედი არ აინტერესებდათ "კოკაინის საქმის" ფიგურანტების გარდა. ხან მირეკავდნენ, ხან მესიჯებს მიგზავნიდნენ, ხან მათი სახელით ადვოკატი მოდიოდა. ეს საქმე პირველ ჯერზე ავტომატურ უარში მოხვდა, რადგან კრიტერიუმებს ვერ ექვემდებარებოდა. მათი დაპირებული დასკვნები და შუამდომლობები დაგვიანებით გამოიგზავნა, ამიტომ დეკემბრის შეწყალებაში ისინი უარში მოხვდნენ. ამის შემდგომ, სააღდგომო შეწყალების წინ, არნახული ინტერესი იყო ბესელიას და კობახის მხრიდან. მათ არც ერთი მსჯავრდებულის საქმე არ აინტერესებდათ, მათ აინტერესებდათ მხოლოდ ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კობახიძეს და ბესელიას სურდათ, რომ განსაკუთრებული წესით გაეტანა ეს საქმე შეწყალების კომისიაზე, დადებითი რეკომენდაცია მიეღო და გადაგზავნილიყო პრეზიდენტთან დადებითი რეკომენდაციით. "ანუ უნდოდათ ციხიდან გათავისუფლება ამ ადამიანების. ეს იყო ისტერიული და კატეგორიული მოთხოვნა", - აღნიშნა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე არ ასახელებს თუ კონკრეტულად რომელი პატიმრის შეწყალებას მოითხოვდნენ აღნიშნული მაღალჩინოსნები.

"კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული რამდენიმე ადამიანია. სახელებს და გვარებს მე აქამდეც არ ვამბობდი იმიტომ, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში. ეს ადამიანები სანამ მსჯავრდებულები არიან, მე ყველა მსჯავრდებულის უფლებას და ღირსებას ვცემ პატივს, რის გამოც არ უნდა იყვნენ გასამართლებულები. არც გვარებს ვიტყვი. ეს ადამიანები არიან ჩაკეტილ სივრცეში და რაც არ უნდა ჩემზე ილაპარაკონ, მე მათ უფლებებს არ დავარღვევ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია