ზურაბ ჭიაბერაშვილი – მთავრობას ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ხედვა არ აქვს

"ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება მოგების გადასახადთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მთავრობის არაკომპეტენტურობის", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს იმის მაგალითია, რომ მთავრობას ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ხედვა არ აქვს.

"ჩვენ ვითხოვთ მოგების გადასახადის სრულად გაუქმებას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ბიზნესს მეტი სახსარი დარჩეს და მეტი სამუშაო ადგილის შექნა შეძლოს. მოგების გადასახადის სრულად გაუქმება მნიშვნელოვანია სხვა მხრივაც - დღეს საგადასახადო ადმინისტრირების დიდი ნაწილი მოდის სწორედ მოგების გადასახადის დათვლაზე. ანუ გამოსავალი იმისთვის, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს არა მოგების გადასახადის დაწევაა, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიმიტრი ქუმსიშვილის საუბარი იმის შესახებ, რომ ის თანხა რომელიც მოგების გადასახადის შემცირებით ბიუჯეტს დააკლდება, სხვაგან უნდა იპოვონ, არაკომპეტენტურობის კლასიკური ნიმუშია. რადგან ბიზნესისთვის გამოსავალი არის საგადასახადო ტვირთის შემცირება და არა ის, რომ სხვა გადასახადებში ვეძებოთ ალტერნატიული წყარო ", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების ტექსტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურმა გაავრცელა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს