საახალწლო ღონისძიება "ნიჭიერი თოვლის ბაბუები" გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წინასაახალწლო კულტურულ-სპორტული ღონისძიება "ნიჭიერი თოვლის ბაბუები" გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დიდუბის რაიონში მდებარე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თოვლის ბაბუის ფორმებში იყვნენ წარმოდგენილნი და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის, ბაგირის გადაწევაში, სპრინტში, ჭადრაკსა და მკლავჭიდში.

ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს ცეკვაში, სიმღერაში, მხატვრულ კითხვასა და ორიგინალურ პერფორმანსშიც შეეჯიბრნენ.

"თოვლის ბაბუებმა" მოქალაქეებს საახალწლო მისალოცი ბარათები დაურიგეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

კულტურულ-სპორტული ღონისძიების გამარჯვებულებმა დიდუბის რაიონის გამგეობისგან სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია