პროკურორი - ბრალდების მხარეს აქვს ღრმა რწმენა, რომ ნაფიცები გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ

თუ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ვერ გამოიტანენ, ამის შემდეგ ისინი ან უყრიან ან არა კენჭს ალტერნატიულ ვერდიქტს, - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დავით ნეფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად სათათბიროდ გავიდნენ.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ალტერნატიული ვერდიქტის მიხედვით, ბრალდებული ნაფიცებს სთავაზობს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილში ჩაატარონ კენჭისყრა. "დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაზეც ბრალდებული საუბრობს, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რადგან მკვლელობში დამნაშავე არის გიორგი ოქროპირიძე. ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები და ღრმა რწმენა, რომ მიიღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, კერძოდ, გამამტყუნებელ ვერდიქტს", - განაცხადა დავით ნეფარიძემ.

საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. როგორც სულხან კომახიძემ განაცხადა, დაცვის მხარე გამამართლებელ ვერდიქტს ელოდება. "ამის საფუძველია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა. ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი, გარდა ვლადიმერ ბერძენიშვილის ხსენებისა, დაცვის მხარის სასარგებლოა", - აღნიშნა ადვოკატმა.

ნაფიცი მსაჯულები გიორგი ოქროპირიძის საქმეზე სათათბიროდ გავიდნენ. მათ თავდაპირველად სამსაათიანი ვადა განესაზღვრათ, რომლის ფარგლებში ერთხმად უნდა მიიღონ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დამატებითი დრო განესაზღვრებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი