მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი დაადგინეს.

ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს . განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2 წინააღმდეგ მიიღეს. სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს. ჯამში, მსაჯულები 4 საათზე მეტხანს თათბირობდნენ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!