პროკურორი - ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას ღირსეული პასუხი გასცეს

ნაფიცებმა ღირსეული პასუხი გასცეს გიორგი ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ სიცოცხლე მოუსპო ახალგაზრდა ადამიანს, - ამის შესახებ ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, დავით ნეფარიძემ განაცხადა.

"დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ქართული საზოგადოების 15-მა ღირსეულმა წარმომადგენელმა – ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ ღირსეული პასუხი გასცეს ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ სიცოცხლე მოუსპო ახალგაზრდა პიროვნებას", - განაცხადა დავით ნეფარიძემ. მისი შეფასებით, მსაჯულების ვერდიქტი არის აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი.

ხვალ, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა