საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს.

საქალაქო სასამართლოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის 2 მოწმე და თავად ბრალდებული.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო