პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა

მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატების შუამდგომლობა ვერდიქტის გამამტყუნებელი ნაწილის გაუქმების თაობაზე. ადვოკატები ლაშა მახარაძის მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელ ვერდიქტს უკანონოდ მიიჩნევენ და დღეს სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მისი გაუქმების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს.

სასამართლომ ვერდიქტის გაუქმება არ ჩათვალა საჭიროდ, შესაბამისად, ვერდიქტის გამამტყუნებელი ნაწილი ძალაში დარჩა.

რაც შეეხება საბოლოოდ სასჯელს, ბრალდების მხარემ დღეს დააყენა შუამდგომლობა გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდების თაობაზე. როგორც საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა, აღნიშნული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს იმ მოტივით მიმართა, რომ გიორგი ოქროპირიძე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და იგი არის საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, საბოლოო სასჯელი 20 წლით განსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის პროკურორმა შეაფასა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ნეფარიძემ განუცხადა, ბრალდების მხარე პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ვერდიქტის გამამტყუნებელ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს ლაშა მახარაძის მკვლელობაში, აღნიშნულ ნაწილს დაცვის მხარე ერთჯერადად სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ოქროპირიძის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში გამამტყუნებელ ვერდიქტზე საჩივრის შეტანა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს