ლაშა მახარაძის დედა - ოქროპირიძე 20 წლის მერეც რომ გამოვიდეს, იგივე უნდა გააკეთოს და რატომ არ მიუსაჯეს უვადო პატიმრობა, არ ვიცი

მოკლული ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის განცხადებით, გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა. ამის შესახებ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, უვადო პატიმრობა უფრო შეეფერებოდა გიორგი ოქროპირიძის პიროვნებას, მაგრამ მოსამართლემ რატომღაც ასე გადაწყვიტა. 20 წელი მაგისთვის უვადოს ნიშნავს იგივეს. მაინც მე განცდა მქონდა, რომ უვადოს მისცემდა მოსამართლე, მეტი ეკუთვნოდა. მეტი სასჯელის ღირსი იყო, როცა საქმე გვაქვს სერიულ მკვლელთან. 20 წლის მერეც რომ გამოვიდეს, იგივე უნდა გააკეთოს და რა პრინციპით არ მისცა მოსამართლემ უვადო პატიმრობა, მე არ ვიცი", - აღნიშნა დიდებულიძემ.

გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იხილეთ ვიდეო: "საქმე გვაქვს სერიულ მკვლელთან" - ლაშა მახარაძის დედის პირველი კომენტარი შვილის მკვლელის განაჩენზე

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს