პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, 25 დეკემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა.

"სასამართლომ გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების და ხულიგნობის ჩადენისათვის ნასამართლევმა გიორგი ოქროპირიძემ 2014 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ მომხდარი შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლო სხდომაზე, რომელიც მიმდინარეობდა 15 დღის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების მხარის 32 მოწმე, მათ შორის ექსპერტები და ფაქტის შემსწრე პირები, ასევე დაცვის მხარის 3 მოწმე. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

"გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2014 წლის 12 სექტემბერს და მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ბრალდების მხარე არ ეთანხმება გ. ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სასჯელის ნაწილში და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, 25 დეკემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა.

"სასამართლომ გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების და ხულიგნობის ჩადენისათვის ნასამართლევმა გიორგი ოქროპირიძემ 2014 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ მომხდარი შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლო სხდომაზე, რომელიც მიმდინარეობდა 15 დღის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების მხარის 32 მოწმე, მათ შორის ექსპერტები და ფაქტის შემსწრე პირები, ასევე დაცვის მხარის 3 მოწმე. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

"გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2014 წლის 12 სექტემბერს და მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ბრალდების მხარე არ ეთანხმება გ. ოქროპირიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სასჯელის ნაწილში და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა