"ბიბლუსი გალერეაში" წიგნის მოყვარული მოზარდების რიგი დგას

"ბიბლუსი გალერეაში" წიგნის მოყვარული მოზარდების რიგი დგას. "პალიტრა L"-მა პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში მოზარდ თაობას ახალი წიგნი, - ამერიკელი მწერლის, რეინბოუ რაუელის "ელინორი და პარკი" შესთავაზა.

დღესვე "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის, "ლიბერქიდსის" წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 8-დან 12 წლამდე ასაკის მკითხველს საშუალება მიეცა ტერი პრეტჩერის წიგნი - "სატვირთოს გამტაცებლები" შეეძინა.

აღსანიშნავია, რომ ორივე წიგნის შეძენა მსურველებს დღეს 50%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. "წინასაახალწლოდ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა "პალიტრა L"-ის ორი საინტერესო პროექტის, "ლიბერთინსის" და "ლიბერქიდსის" ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია. "ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში გამოიცა ამერიკელი მწერლის, რეინბოუ რაუელის "ელინორი და პარკი". რაც შეეხება "ლიბერქიდსს", "ლიბერქიდსის" ფარგლებში გამოიცა პირველი წიგნი, ტერი პრეტჩერის "სატვირთოს გამტაცებლები". ეს ახალი პროექტია, რომელიც 8-დან 12 წლამდე ასაკის წიგნების მოყვარულებს აერთიანებს. ჩვენ გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება ორივე წიგნზე", - განაცხადა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

გარდა წიგნების პრეზენტაციისა, დღეს "ბიბლუს გალერეაში" 2015 წლის შეჯამებაც მოხდა. სტუმრებმა მოკლე ვიდეორგოლი იხილეს, სადაც "პალიტრა L"-ის 2015 წლის აქტივობებზე იყო საუბარი. ღონისძიების დასასრულ "პალიტრა L"-მა "ბიბლუსი გალერეაში" მისულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ