გია ვოლსკიმ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა.

შესაბამისი ეპითეტით ვოლსკიმ საჯაია რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ მოიხსენია, რაც შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას ოპონენტი კოლეგა სხვა დეპუტატებთან საუბრობდა.

"მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრდელი. ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს