საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთან" დღეს აქცია გაიმართება

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" მოედნები მძიმე ტექნიკით დაანგრიეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გუშინ შევიდა.

ამასთან, სპორტალ.გე-ს ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლის დანგრევის საპროტესტოდ დღეს მოქალაქეების ერთი ჯგუფი აქციას გამართავს.

როგორც საპროტესტოდ განწყობილი პირები აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმება.

"ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ ორი წლის განმავლობაში ტერიტორიას არ შეეხებოდნენ, თუმცა გუშინ, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნები შესაბამისი ტექნიკით დაშალეს", - წერს sportall.ge.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა