საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილი წევრის იაკობ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს ყოფილი წევრის, იაკობ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, იაკობ ფუტკარაძე 1996 -2006 წლებში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ასევე, 1996 წლის 15 აგვისტოს აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და იმავდროულად პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

იაკობ ფუტკარაძე 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, დირექტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე, ქართული ენციკლოპედიის სამართლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. 2002 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს