იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობაზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, "შირაქის პროდუქტის" ჯიხურის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით .

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე "შირაქის პროდუქტის" ჯიხური გაქურდეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. როგორც მათ "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული.

ადგილზე არსებული სხვა სავაჭრო ჯიხურის გამყიდველის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, რადგან დილით მისულს მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა.

"შირაქის პროდუქტის" გამყიდველმა განაცხადა, რომ მაღაზიიდან ფულია წაღებული, თუმცა არა დიდი რაოდენობით", - განაცხადა მან.

სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია