ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს დაიწყება

საქალაქო სასამართლო ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვას 3 თებერვალს დაიწყებს. დღეს კი საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა, სადაც ბრალდების მხარემ საქმის მასალები წარადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა 9 ტომიანი მტკიცებულებები. პროკურორის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული და ცხრავე ტომი არსებით განსახილველად გადასცა.

დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული 2 პირის ოლეკსანდრ დამეტოვისა და ოლეგ დოევის აღკვეთის ღონისძიებაზე. სასამართლომ ძალაში დატოვა მათთვის შეფარდებული დაუსწრებლად პატიმრობა, თუმცა ბრალდებულების და სახაზინო ადვოკატი ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფების სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ ხარძიანის მეუღლე და ოჯახის წევრები, რომლებიც სხდომას იმ მოტივით არ დასწრებიან, რომ მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხონ. არსებითი განხილვა ოლეკსანდრ დამეტოვისა და ოლეგ დოევის წინააღმდეგ საქმეზე, 3 თებერვალს, 13:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს