ბესიკ ხარძიანის ვაჟი - მამამ მითხრა, რომ თუკი მას მოკლავდნენ ამის ინტერესი ექნებოდათ რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ვაჟი აცხადებს, რომ მამამ მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ სიცოცხლეშივე უთხრა. როგორც მოკლული ბიზნესმენის ვაჟმა ბესო ხარძიანმა განაცხადა, ეს მამამისმა გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე უთხრა.

"მამამ მითხრა, თუკი მას მოკლავდნენ ამის ინტერესი ექნებოდათ რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს, რომლებმაც მამას კუს ტბა წაართვეს", - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

მისი თქმით, მოკლული ბიზნესმენის მიმართ ინტერესი რევაზ ქურასბედიანს და გია უდესიანს იმ მოტივით ჰქონდათ, რომ ბესო ხარძიანმა მათ სასამართლო პროცესი მოუგო.

მოკლული ბიზნესმენის ვაჟი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.

ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ორი პირია ბრალდებული.

დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ საქმის მასალების 9 ტომი წარადგინა. ცხრავე ტომი სასამართლომ დასაშვებად სცნო და საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "მამაჩემი მეუბნებოდა, რომ უდესიანს და ქურასბედიანს შეეძლოთ მოეკლათ" - ხარძიანის ვაჟი ბიზნესმენის მკვლელობის მოტივებზე

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს