გია უდესიანის და - ჩემს ძმას არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ ბესიკ ხარძიანი მოეკლა

გია უდესიანს არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ ბესიკ ხარძიანი მოეკლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა განუცხადა. მისი თქმით, გია უდესიანმა სასამართლოს წარუდგინა მასალები, სადაც მტკიცდება, რომ ბესიკ ხარძიანისთვის უდესიანს კუს ტბა ძალით არ წაურთმევია.

ნატო უდესიანის განმარტებით, იგი გულისხმობს ვიდეოჩანაწერებს, სადაც გია უდესიანს ხარძიანის და, მაია ხარძიანი დახმარებას სთხოვს.

აღნიშნული მასალით კი, როგორც უდესიანის და ამბობს, ყველაფერი ნათელი ხდება და გია უდესიანი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ნატო უდესიანის თქმით, თავად ხარძიანების ოჯახს ერთიანი პოზიცია არ გააჩნია ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

"მე მოვისმინე დედის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს, თუმცა არ იცის ვინ არის ის. როგორც ვიცი, სხვა პოზიცია აქვს მისი ოჯახის სხვა წევრებს. გამოდის, რომ მათ ერთიანი პოზიცია ამაზე არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, გია უდესიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და მას ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მოტივი არ გააჩნდა. უფრო მეტიც, გეგმავდა ხარძიანთან შეხვედრას და საუბარს", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

"მიხარია, რომ ისინი მხილებულები არიან. მინდა, რომ გამოძიებამ რეალური დამნაშავეები დასაჯოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმის უდანაშაულობაში", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

მისივე თქმით, გია უდესიანს რომ ბესიკ ხარძიანის მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა არ ქონდა, ამას მოწმობს სასამართლოში მიმდინარე დავაც.

"გიასა და ბესო ხარძიანს შორის დავა სამართლებლივ სიბრტყეში იყო გადასული და ყველანი ვიყავით სასამართლოს მოლოდინში. გიას არანაირი მოტივი არ ჰქონია", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს