მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემსრულებლების მოტივი ანგარებაა.

როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს.

"შემსრულებლების მხრიდან მოტივი არსებობს და მოტივი ანგარებაა. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ორ ბრალდებულზე, რომლებმაც უშუალოდ შეასრულეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა და მათი მოტივი გასაგებია, ანგარებით არის ეს ყველაფერი ჩადენილი და შეკვეთით, მაგრამ რაც შეეხება დამკვეთებს, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე. შემსრულებლების მოტივი განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ პირებს, დამეტოვს და დოევს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანთან. მათ არ აკავშირებდა არც პირადი ურთიერთობა, არც მეგობრობა და არც ბიზნეს ინტერესები, ბიზნესკავშირები. დამკვეთებთან მიმართებაში გამოძიება მუშაობს, გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ალბათ ძალიან მალე ჭეშმარიტებას დავადგენთ და საზოგადოებას ასევე დეტალურად წარვუდგენთ ყველა ინფორმაციას", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს