შსს-ს ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა ვახტანგ ქირიას ეკუთვნის

სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

E კლასის "მერსედესი" ", ნომრებით FBI 010 ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე იპოვეს.

ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, E კლასის "მერსედესი" უკვე რამდენიმე დღეა იდგა. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი. ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცველებმა ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს