იანოშ ჰერმანი - საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის ხელსაყრელი მიწოდება და ის ამას რთულ პირობებში აკეთებს

საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები "გაზრპომთან" და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან", - აღნიშნა ჰერმანმა.

ელჩმა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ინფორმაციას ფლობს "გაზპრომის" წარმომადგენლებსა და კალაძეს შორის ვენაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, შემდეგნაირად უპასუხა: "ვფიქრობ, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, მე მაქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.

ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს," – აღნიშნა ჰერმანმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირს საქართველოსთან ძალიან კარგი კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო