ირაკლი შოთაძე - ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინ ზუგდიდში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა ვახტანგ ქირიას მკვლელობა.

"ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს