გოგლა ჟვანია – საქმის მასალები მოწმობს და ჩემთვისაც ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, სერიოზული მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, საქმის მასალების საფუძველზე მისთვის ნათელია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, გოგლა ჟვანიას განმარტებით, საუბარია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის ძმის ინფორმაციით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიების ბოლო ეტაპზე მოხდება.

"ვერ გეტყვით, სასამართლოში საქმე როდის წავა, თუმცა ექსპერტიზები არ იქნება ხანგრძლივი პროცესი. ვინ იყო შემსრულებლი და ვინ იყო დამკვეთი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმის მასალები მოწმობს იმას, რომ ეს იყო მკვლელობა - ჩემთვის ეს ცალსახად ნათელია. ალბათ, ექსჰუმაცია საბოლოო ფაზა იქნება, ამას მიმდინარე ექსპერტიზები აჩვენებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი განცხადებებისგან თავს შეიკავებს.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვლაბის საქმიდან, გამოყოფილი საქმეების ფარგლებში, სამი პირის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ლევან ჩაჩუას, ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის უფროსის, მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში განხილვები დასრულებულია.

ექსპერტი ჩაჩუა გაამართლეს, ხოლო კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს, რის საფუძველზეც მათ მინიმალური სასჯელი განესაზღვრათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს