თბილისში საოჯახო მედიცინის 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს

დღეიდან კიდევ ორი საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საოჯახო მედიცინის პირველი სადღეღამისო ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში ამოქმედდა, სადაც ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებს კლინიკა "მედკაპიტალის" რაიონული ფილიალი 24-საათიან რეჟიმში სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

ვითარებას ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი არ მოქმედებდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი დედაქალაქის ყველა რაიონი სრულად არის მოცული.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან კიდევ ერთი საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა და ჩამონათვალს კლინიკა "მედკაპიტალის" საბურთალოს რაიონული ფილიალი შეემატა. ის ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას სამედიცინო სერვისს 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის სულ 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს. ესენია - "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" (მის.: წინამძღვრიშვილის ქ.57), კლინიკა "მედსი" (მის.: ქიაჩელის ქ. N18), თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო (მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29), კლინიკა "მედკაპიტალი" - გლდანი-ნაძალადევის ფილიალი (მის.: გლდანი, ვეკუას ქ. .N18), საბურთალოს ფილიალი (მის.: გამრეკელის ქ.N19), ისანი-სამგორის ფილიალი (მის.: მოსკოვის გამზ. 4 კვ, 3 კორპ.).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს