მაია ფანჯიკიძე - თუკი დავით ზალკალიანი კმაყოფილია ამ სასამართლოთი და პროკურატურით, ღმერთმა ხელი მოუმართოს

თუკი დავით ზალკალიანი კმაყოფილია ამ სასამართლოთი და ამ პროკურატურით, ღმერთმა ხელი მოუმართოს, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, მაია ფანჯიკიძე დავით ზალკალიანის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დაბრუნებას.

როგორც ფანჯიკიძემ "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ზალკალიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

"ზალკალიანი ფაქტობრივად ერთი წლის წინ გავიდა პარტიიდან, 6 თვის წინ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გააფორმა, შესაბამისად, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთვის ეს მაინც მოულოდნელი იყო, რადგან მან თავისი დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" ახსნა იმით, რომ ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი. მე კი ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ იმ სასამართლოს, იმ პროკურატურის, იმ მედიის თავისუფლების ფონზე რაც დღეს არის საქართველოიში, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა არის საფრთხის ქვეშ. თუკი ზალკალიანი კმაყოფილია ამ სასამართლოთი და ამ პროკურატურით, ღმერთმა ხელი მოუმართოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება