საპარტნიორო ფონდმა RIXOS BORJOMI-ის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა

საპარტნიორო ფონდში ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტის RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, შეხვედრას ყაზახური მხრიდან "ყაზმუნაიგაზ სერვისის" გენერალური დირექტორი ბატირბეკ ბაშეევი დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდა RIXOS BORJOMI-ის გენერალური მენეჯერი ოკან კორტელიც.

RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად. RIXOS BORJOMI-ი (ბათუმის შემდეგ) პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც რეგიონში აშენდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ-ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 48 აშშ მლნ დოლარია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე