გიორგი ცააძის და, მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს არ განუმარტეს, რისთვის სჭირდებოდათ მათი დნმ-ის ნიმუშები - სწორედ ამ მოტივით განაცხადეს მათ უარი ანალიზის აღებაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განუცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულებს მხოლოდ ის უთხეს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე სჭირდებოდათ მათი დნმ, თუმცა გამომძიებლებს დეტალები არ განუმარტავთ.

ამასთან, ირინა ცააძის თქმით, ფირცხალავა და გიორგი ცააძე ოფიციალურ განჩინებას ითხოვენ და ამის შემდეგ აიღებენ ნიმუშს.

"ირაკლი ფირცხალავა ამ საქმეზე მოწმის სახით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაკითხეს. გიორგი ცააძის დაკითხვა კი, ახლა მოხდა. ერთი წელი არაფერი გაუკეთებიათ და ახლა მოითხოვეს მათი დნმ. ჩვენ ამას ზეწოლას ვუკავშირებთ. ფირცხალავა და ცააძე ითხოვენ ოფიციალურ განჩინებას დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც ამ საგამოძიებო მოქმედებას დათანხმდებიან", - განაცხადა ირინა ცააძემ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე გუშინ კომენტარი არ გააკეთა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას დღეს გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი, განაცხადა, რომ

პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს