ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპით აჭარაში მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრში დღეს შევიდა. მამაკაცი 39 წლის იყო.

გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულად, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის მიმდინარე კვირის განმავლობაში ორი პირი დაიღუპა.

რაც შეეხება გუშინ გარდაცვლილ მამაკაცს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში მოხდა და გარდაცვლილია 67 წლის მამაკაცი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორივე გარდაცვლილ მამაკაცს გრიპის ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ასევე დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს