ქუთაისელმა "ნაციონალებმა" ხელისუფლებასა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკებები გააპროტესტეს

ქუთაისელმა ,,ნაციონალებმა" ხელისუფლებასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარტიის რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პლაკატები: ,,არა გაზპრომს" და ,,არა რუსი ოლიგარქის ოცნებას" გადმოჰკიდეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აწარმოებს ,,გაზპრომთან", რომელიც რუსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება