ე.წ. ღორის გრიპის 153 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა

ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის გრიპის 153 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იანვრის მეოთხე კვირის სრული მონაცემები 1 თებერვალს გახდება ცნობილი.

"გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დინამიური ზრდა. იანვრის მეორე კვირაში მაჩვენებელი იყო 240/248 – 100 ათას მოსახლეზე, მესამე კვირაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და იყო 330-მდე - 100 ათას მოსახლეზე, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და რეკომენდაციები, რაც ორი დღეა ჟღერდება. მხედველობაში მაქვს რეკომენდაციები სკოლებთან და სააღმზრდელო დაწესებულებებთან დაკავშირებით. ამჟამინდელი ოპერატიული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გითხრათ, რომ რადიკალურ ზრდასთან ადგილი არ გვაქვს, ანუ მიმართვიანობა დაახლოებით იმ დონეზეა, რაც იყო წინა კვირის განმავლობაში.

ლაბორატორიულად დადასტურებული დღეს გვაქვს 160 შემთხვევა, აქედან 153 გახლავთ H1N1 სუბ-ტიპი, ხოლო 7 გახლავთ H3N2. სამწუხაროდ ამ კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვას დაემატა ორი", - განაცხადა ამირან გამყრელძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, დღეის მონაცემებით, ბავშვთა საავადმყოფოებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა და პირიქით, კლების მაჩვენებელი ფიქსირდება.

"იანვრის მეოთხე კვირაში საგანგაშო ციფრებთან ადგილი არ გვაქვს. რეკომენდაციები ისევ ძალაშია. ანუ რეკომენდირებული იყო რომ სკოლებს, რომლებშიც ავადობის გამო გაკვეთილების გაცდენა 20%-ზე მეტი იყო, მიეცათ რეკომენდაცია მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეწყდეს სწავლა და დაცული იქნეს მაქსიმალურად ყველგან, მათ შორის დიდ ორგანიზაციებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს