კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“.

2012 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. გასულმა დღეებმა კი დაამტკიცა, რომ „ოცნება“ არის ძალადობრივი, უსამართლო პოლიტიკური გაერთიანება. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს. ასევე, თუ ოცნება „გაიფორმებს“ გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვიუქმდება, ქვეყანა რუსეთის და ირანის სატელიტად იქცევა და დაკარგავს პერსპექტივას და სუვერენიტეტს.

და რა არის გამოსავალი? 1. მშვიდობიანი, არაძალადობრივი სამოქალაქო პროტესტი დღევანდელი დღიდან არჩევნების დღემდე. 2. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ოჯახის წევრები და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ ნებისმიერ ძალას, „ოცნების“ გარდა!” - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის