გია სოსანაშვილის ადვოკატი - იური ვაზაგაშვილის საქმის გარდაცვლილი მოწმე პროკურატურის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა

იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე - ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი, რომელიც გარდაიცვალა, პროკურატურის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა საკუთარი ჩვენებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოწმე ჩვენებაში ამბობდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი, სადაც იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, წინა საღამოს დაალაგა და საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

"პროკურატურა კი ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა საფლავზე საღამოს დამონტაჟდა", - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ და განმარტა, რომ მოწმის გარდაცვალების შესახებ იცის, თუმცა მიზეზები მისთვის უცნობია.

"ვიცი, რომ ეს ქალბატონი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში. ამ დროისთვის არკვევენ მიზეზებს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს ", - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოწმე ქალბატონი იყო, რომელიც სოფელ ყალაფილაში, ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას, კერძოდ სასაფლაოზე დამლაგებლად მუშაობდა.

ცააძის ინფორმაციით, მოწმე "არ იყო მოხუცი და არ ავადმყოფობდა".

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ააფეთქეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო