იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან ციხეში დღეს პროკურორები შევლენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძისთვის დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით პროკურორები შევლენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ახლობლებმა აცნობეს, პროკურატურას უკვე გააჩნია სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოითხოვს მსჯავრდებულებისთვის დნმ-ის ნიმუშებს.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას 17:00 საათზე გეგმავენ.

პარალელურად, ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისვლას აპირებენ ფირცხალავას და ცააძის ახლობლები და ადვოკატები.

როგორც ცნობილია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ დნმ-ის ნიმუშების აღებაზე რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადეს და სასამართლოს ოფიციალური განჩინება მოითხოვეს. უარის მოტივი, მათი ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურისადმი უნდობლობა გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს