ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას "მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას "მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.

კუჭავას "მერსედესის" მარკის ავტომობილს წუხელ, 11 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში ათვალიერებდნენ.

დათვალიერების პროცესს კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილის და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დაესწრნენ, რომლებსაც ავტომობილის სავარძლის ქვეშ, იარაღის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ.

მათი ინფორმაციით, ავტომობილი ცაგარელის ქუჩაზე 2 დღე, ღია მდგომარეობაში იდგა, შემდეგ კი დალუქეს. მათ გააჩნიათ შეკითხვები, რატომ ვერ აღმოაჩინეს ავტომობილში იარაღი სამართალდამცველებმა დალუქვამდე.

"მანქანა დაათვალიერეს, დალუქეს და შემდეგ გადმოიყვანეს ქალაქის პოლიციის სამმართველოში. დამატებითი დათვალიერების შემდეგ კი, მასში აღმოჩნდა იარაღი. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს იარაღი", - განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა კუჭავას ქვრივის მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით კი, ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით.

"ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა. როგორც თავიდან ვაცხადებდი, ახლაც გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო