გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.

"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე 7, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით 1 ადამიანია გარდაცვლილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს