ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი დღეს იმ მანქანას დაათვალიერებენ, რომელშიც ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღეს იმ მანქანას დაათვალიერებენ, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ავტომობილი ეკუთვნის დავით პოპოვს, რომელიც ბიძინა კუჭავას და მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას საქმის მთავარი მოწმეა.

"ML"-ის ტიპის ავტომობილი სამართალდამცავებმა იუსტიციის სამინისტროსთან შენიშნეს. აღნიშნულ ავტომობილში ბიძინა კუჭავა დავით პოპოვთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სამართალდამცავების გამოჩენის დროს კი, გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად თავი მოიკლა.

კუჭავას ოჯახი და ადვოკატი გამოძიების აღნიშნულ ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ, ისინი გამოძიების მასალების გადაცემას და ბოლომდე გაცნობას ითხოვენ.

ამასთან, როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, კვირის ბოლომდე შეიტანს სარჩელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის წინააღმდე, რომელმაც, ბიძინა კუჭავა სატელევიზიო ეთერში "მკვლელად" მოიხსენია. ადვოკატის შეფასებით, თალაკვაძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს