ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა მხარეებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენონ

ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა მხარეებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენონ. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმეზე, არსებითი განხილვა ხვალ დაიწყება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზე დაინიშნა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე დაეწერა მოსამართლე ლელა ნოზაძეს, რომელმაც ბესო ხარძიანს პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მოკლული ბიზნესმენის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.

"პოზიციას ვაყალიბებთ მოვითხოვოთ თუ არა აღნიშნული მოსამართლის აცილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის შვილმა, ბესო ხარძიანმა.

"ინტერპრესნიუსი" ხარძიანის ოჯახის ადვოკატს, მალხაზ სალაყაიასაც ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ "მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურატურა".

შეკითხვაზე, რა შეიძლება გახდეს ბრალდების მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბიზნესმენს მოსამართლე ლელა ნოზაძემ პატიმრობა შეუფარდა.

"მე იმ საქმეში არ ვმონაწილეობდი და შესაბამისად ვერ გავაკეთებ კომენტარს. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტს ბრალდების მხარე", - განაცადა ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა.

პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ დააყენებს თუ არა ბრალდების მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას.

ბესო ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.

ბიზნესმენი ხარძიანი გარდაცვალებამდე 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად სასამართლო განხილვები დღემდე გრძელდება.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?