ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემიმ ავტომობილის დათვალიერების მიმდინარეობისას განაცხადა, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა.

კერძოდ, ადვოკატს ეჭვს უჩენს ის გარემოება, რომ "მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც კუჭავა იჯდა, სიგარეტის ფერფლი საერთოდ არ იყო".

"ავტომანქანის წინა სავარძელზე, სალონში მძღოლის მხარეს საფერფლე არის გავსებული და ნამწვები ძირსაც ყრია, ხოლო იმ ადგილას, სადაც კუჭავა იჯდა, ანუ უკანა სავარძელზე საერთოდ არ ეტყობოდა ნაფერფლი", - განაცხადა ადვოკატმა.

გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმის მანქანას ექსპერტიზა რამდენიმე საათია უტარდება, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, კუჭავას ოჯახის წევრები და ადვოკატი ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს