ელენე ხოშტარია - საგანგაშოა, რომ ენერგეტიკის მინისტრს "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები არ ესმის

საგანგაშოა, რომ ენერგეტიკის მინისტრს "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები არ ესმის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც არაერთხელ დაისვა. "პირველ რიგში, ვერ გავიგეთ, რატომ ვერ მოხდა სეზონური დეფიციტის შევსება, რომელიც საქართველოს დღეს გაუჩნდა და ბოლო მომენტში რატომ დაიწყო ამაზე საუბარი. ყველაზე მთავარი და საგანგაშო არის ის, რომ ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პოლიტიკური საფრთხეები. ეს საგანგაშოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მთავარ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს და კიდევ უფრო საშიში არის ის, რომ არის პრინციპული განსხვავება პოზიციებში. "ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არანაირ პოლიტიკურ პრობლემას არ წარმოადგენს. როცა მთელი მსოფლიო სხვანაირად ფიქრობს", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება