კახა კალაძე - "გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" შეთანხმება არ არის მიღწეული. როგორც კალაძემ გუშინ, არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "გაზპრომთან" მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებში იმ მოცულობებზე, რაზეც დღეს საუბარი მიმდინარეობს, არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები "გაზპრომთან" ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცების ხარჯზე დავანგრიო", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის არის ამ დარგის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე.

"ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, უზრუნველყოფა მოვახდინოთ იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით", – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს, მინისტრს რუსული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მომავალ თარიღზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს. მისივე თქმით, არც შეთანხმება არ არის მიღწეული.

"შეთანხმება ვერ არის მიღწეული და ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვიღოთ მაქსიმალური შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე და სომხეთის უზრუნველყოფას ირანის მეშვეობით მოახდენს, კახა კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მათი მხრიდან ეს იყო გაჟღერებული.

"რეალურად რომ შევხედოთ, დღეს ირანი სომხეთს ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობას აწვდის და სომხეთი მას ელექტროენერგიის სახით უბრუნებს. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ამ მილში მოხდეს 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის დამატებითი მოცულობების გატარება. ეს მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნას, რადგან 2 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი ბუნებრივი აირის გატარება ხდება დღეს საქართველოს გავლით. თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ამის შესაძლებლობა "გაზპრომს" ექნება. თუმცა, ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს არსებული ტრანზიტი", - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს