აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში H1N1 ე.წ ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ლეტალური შედეგი დადგა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

"გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 305-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 127 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში, მათ შორის 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1პ. 5 პაციენტი გარდაიცვალა, 40 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა", - აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს