"ბანკი რესპუბლიკას" და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

m2 გალერეაში, სს "ბანკი რესპუბლიკას" და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ "რესპუბლიკას" იპოთეკური სესხით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ბანკი "რესპუბლიკა" 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ იპოთეკური სესხის % იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით. მაგალითისთვის:

5 წლამდე სესხები - USD 6.76% EUღ 6.4% - (ეფექტური% 7,35$,6,97EUR);

10 წლამდე სესხები - USD 7, 26% EUღ 6.9% - (7.70%$-7.31%EUR)

15 წლამდე სესხები - USD 8,06 % EUღ 7,6 % (8.5%$ -8%EUR)

InterPressNews.Geაღნიშნული, შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა m2-ის პროექტებში: m2 ყაზბეგზე, m2 ნუცუბიძეზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.

როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებს "m2 უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განუცხადა, m2 და ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზებას სთავაზობს.

"ჩვენთვის ბანკ "რესპუბლიკასთან" თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იპოთეკური დაკრედიტების კუთხით. აქამდე ჩვენი კლიენტები სარგებლობდნენ მხოლოდ "საქართველოს ბანკის" სესხებით. ახლა კი ვაფართოებთ არეალს. ამჯერად, ბანკ "რესპუბლიკასთან" ერთად ვთავაზობთ უპრეცედენტო პირობებით იპოთეკურ სესხებს იმ მომხმარებლებს, ვისაც m2-ს ოთხ კომპლექსში ბინის შეძენის სურვილი აქვს. იპოთეკური სესხის პირობები არის ძალიან საინტერესო", - განაცხადა ბურდილაძემ.

ბანკ "რესპუბლიკას" ალტერნატიული აარხების მართვის სამსახურის უფროსი ნათია ფრანგულაშვილი აღნიშნავს, რომ ბანკ "რესპუბლიკასა" და m2-ს თანამშრომლობა პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის.

"მომხმარებელი ბინას ძირითადად იპოთეკური სესხით ყიდულობს. იპოთეკური სესხის ხელმისაწვდომობა დიდად განსაზღვრავს კლიენტის გადაწყვეტილებას ბინის შეძენის შესახებ. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი და შეღავათიანი იპოთეკური სესხი გაგვეხადა მომხმარებლისთვის. ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის ჩვენი იპოთეკური სესხი არის ყველაზე მინიმალურ პროცენტში და ეს არის უპრეცედენტო წინადადება", - განაცხადა ფრანგულაშვილმა.

ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ