ირაკლი ფირცხალავა - ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო გარანტია, რომ ვადის ამოწურვის მიუხედავად მოსამართლედ დარჩება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თანხის აღების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენისთვის პროკურატურის მაღალჩინოსნისგან მიიღო გარანტია, რომ ვადის ამოწურვის მიუხედავად მოსამართლედ დარჩება, - ამის შესახებ განცხადება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ სააპელაციო სასამართლოში გააკეთა.

ფირცხალავა აცხადებს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნის ვინაობას, რომელიც ბადრი კოჭლამაზაშვილს მოსამართლედ დარჩენის გარანტიას აძლევს, ვერ დაასახელებს. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორშაბათს მიმართავს აღნიშნული მოსამართლის წინააღმდეგ. მან მედიას მოუწოდა დაესწროს საჩივრის შეტანას, სადაც ბრიფინგი გაიმართება.

"როგორც ვიცი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნა დაიწყო. ვიცი, რომ კოჭლამაზაშვილს ამ თვეში უწყდება უფლებამოსილება და პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას მისცა გარანტია, რომ გააგრძელებს საქმიანობას. ეს ის მაღალჩინოსანია, რომლის ვინაობას არ დავასახელებ და რომლისგანაც კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ აიღო ის თანხა, რითაც კრედიტი დაფარა. თანხასთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს, რომელსაც ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია. იმედი გვაქვს, რომ რეაგირება მოხდება და ამოიღებენ იმ საკრედიტო ბარათს, რომელზეც, როგორც კოჭლამაზიშვილი იძახის, ხელფასი ერიცხება და რომლიდანაც მან კრედიტი დაფარა", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

მანვე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიიღო განაჩენი, საიდანაც 41 ფურცლიდან 40 ანგარების გამოა დაწერილი.

"განაჩენში იმდენი აბსურდია, რომ ვერ იპოვით ადამიანს, ვინც დაიჯერებს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის რომელიმე არგუმენტს", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო