ბიძინა კუჭავას ოჯახი დღეს თბილისის პროკურატურას მიმართავს

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახი დღეს თბილისის პროკურატურას მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, ოჯახის მოთხოვნა არის ბიძინა კუჭავას საქმე სრულად გადაეცეს.

"ოჯახს სურს ბიძინა კუჭავას სახელის რეაბილიტაცია. მოვითხოვთ, თუ არ გადმოგვცემენ, გვაჩვენონ მასალები და დაგვარწმუნონ გამოძიების ვერსიაში, რომ ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი მეგობარი პაატა ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა. 25 იანვარს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სატელევიზიო გამოსვლაში, თქვა, რომ ქირიას და კუჭავას ოჯახებს საქმის მასალები მიეწოდებათ. ასე არ არის და მოვითხოვთ მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.

შსს-ს ცნობით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 16 იანვარს კი, იგი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!