ერაყის სასამართლომ 40 ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საქმე ეხება 2014 წლის ივნისში, ტიკრიტის მახლობლად, ამერიკის "კემპ სფიჩერის"ყოფილ სამხედრო ბაზაზე რამდენიმე ასეული ახალწვეულის მკვლელობას.
დაახლოებით 1700 ერაყელი სამხედროს მასობრივი მკვლელობა, რომელთა უმეტესობა შიიტი მუსლიმი იყო, ჯიჰადისტების სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.
"ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ინტერნეტში ფოტო და ვიდეომასალებს ათავსებდნენ, რომლებშიც ასახული იყო, როგორ უსწორდებოდნენ ერაყის არმიის სამხედროებს.
ერაყის არმიამ ისლამისტებისგან ერთ-ერთი რაიონის გათავისუფლების შემდეგ ის სამარხიც აღმოაჩინა, სადაც მათ მიერ მასობრივად დახოცილებს მარხავდნენ.
ქვეყნის ცენტრალურმა სისიხლის სამართლის სასამართლომ 40 ადამიანი დამნაშავედ სცნო, შვიდი კი გაათავისუფლა.